აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში

27 აპრილი 2023, 11:08 724 ნახვა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 25-26 აპრილს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აჭარის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის – “ისიდორე გოგეშვილის და ევა შიოშვილის თასი” გათამაშდა.

ჩემპიონატი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით შვიდ ტურად. პირველობისთვის 64 მოჭადრაკე იბრძოდა.

ვაჟთა შორის ნოდარ ლორთქიფანიძემ გაიმარჯვა, მეორე და მესამე ადგილებზე, შესაბამისად, შოთა დოლიძე და ზვიად ქამადაძე გავიდნენ.

ქალთა შორის კი პირველი კესარია მგელაძე იყო, მეორე ადგილზე თინათინ ბერიძე გავიდა, მარიამ კალანდაძე კი მესამე იყო.

გამარჯვებულები და  საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, ფულად პრიზებთან ერთად დაჯილდოვდნენ  მედლებითა  და დიპლომებით, ხოლო ჩემპიონები აგრეთვე  თასით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში