ბაიდენი ტრამპს ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხედ მიიჩნევს

27 აპრილი 2023, 11:01 700 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ის არ არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება 2024 წლის არჩევნებში, თუმცა იცის, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს ტრამპი დემოკრატიისთვის შეერთებულ შტატებში. 

ჯო ბაიდენმა სამშაბათს არჩევნებში კენჭისყრის  ხელახალი კამპანია დაიწყო დაპირებებით, რომ დაიცავს ამერიკის თავისუფლებებს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისაგან“.

აღნიშნა, რომ ის მაინც აპირებდა  2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას იმის მიუხედავად, თუ  რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ტრამპი. ბაიდენი ირწმუნება, რომ მისი  რეიტინგი ახლა წინამორბედების რეიტინგებს არ ჩამოუვარდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში