აჭარის საარქივო სამმართველო 100 წლისაა

27 აპრილი 2023, 11:20 987 ნახვა

აჭარის საარქივო სამმართველო მეათე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.  კონფერენცია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიას, არქეოლოგიასა და ეთნოლოგიას ეძღვნება და წელს იგი არქივის 100 წლის იუბილეს დაუმთხვიეს.  

საიუბილეო თარიღთან  დაკავშირებით კონფერენციის გარდა ხვალ გაიმართება შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები.        

მოეწყობა დაჯილდოების  ცერემონია და სპექტაკლის ჩვენება ბათუმის დრამატულ თეატრში, რომელიც არქივის ისტორიას ეძღვნება.  

სპექტაკლის სახელწოდებაა „ხუთი ამბავი აჭარის არქივში“.

რაც შეეხება კონფერენციას, მას ქართველ ისტორიკოსებთან, არქეოლოგებთან და ეთნოლოგებთან ერთად ფინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები ესწრებიან.  ისინი კონფერენციაზე საკუთარ სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებს წარადგენენ.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში