„ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“ - საინფორმაციო შეხვედრები  

28 აპრილი 2023, 10:40 844 ნახვა

"ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“ - ამ თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  აჭარის რეგიონში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან შეხვედრები გაიმართა.

დასკვნით შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრების მიზანი დასავლური ღირებულებების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. შეხვედრები ორი დღის განმავლობაში საჯარო მოხელეებთან გაიმართა ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურში. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში