პოლონეთში მსახიობის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

28 აპრილი 2023, 10:11 765 ნახვა

პოლონელი მსახიობის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მარჩინ ბოსაკმა თავდასხმის შემდეგ ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა, მას სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

მსახიობის თქმით, აგრესიის მიზეზი მძღოლის საქციელზე მისი რეაქცია გახდა, როდესაც მისი შვილი აღნიშნული პირის მხრიდან ავტომობილით შეჯახებას გადაურჩა.

ბოსაკმა აღნიშნა, რომ პროტესტის გამოხატვის შემდეგ ადგილზე რამდენიმე პირი მივიდა, რომლებმაც მასზე იძალადეს. საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის პირს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ამ დროისთვის მას 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში