სინოპში ქართული მეგობრობისა და კულტურის ასოციაცია გაიხსნება

28 აპრილი 2023, 15:01 721 ნახვა

თურქეთში მუჰაჯირების შთამომავლებით დასახლებულ ქალაქ სინოპში ქართული მეგობრობისა და კულტურის ასოციაცია გაიხსნება. 

ასოციაცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა სინოპის მერიის მიერ გადაცემულ ფართში განთავსდება. 

ასოციაციას უკვე სამასი წევრი ჰყავს და  მისი დამფუძნებლების თქმით, მათი რაოდენობა იზრდება. სინოპის მოსახლეობის 60 პროცენტი ეთნიკური ქართველია, ამიტომ, ქართული კულტურისა და ენის მიმართ როგორც ამბობენ, დაინტერესება საკმაოდ მაღალია.  მის ბაზაზე ასწავლიან ქართულ ენასაც. 

სინოპის  კულტურისა და მეგობრობის ცენტრი რამდენიმე საათში გაიხსნება და მას ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში