ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და მეთოდები

29 აპრილი 2023, 10:55 1025 ნახვა

დაცული ტერიტორიები, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და მეთოდები - ამ კუთხით ახალგაზრდებმა, მათ შორის ბსუ-ს სტუდენტებმა საველე ექსპედიციებში მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც აჭარაში კინტრიშის მაჭახელასა და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე ჩატარდა. 

პროექტის ავტორების თქმით, მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი მიმართულებით.  

სამიზნე ჯგუფის წევრებმა სათემო რეინჯერების დახმარებით ასევე ისწავლეს დაცულ ტერიტორიებზე ფოტოხაფანგებისა და ნავიგატორის  გამოყენების წესიც. სულ შერჩეული იყო 17 მოხალისე აჭარიდან და  სამცხე- ჯავახეთიდან.

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში