უძრავი ქონების მასშტაბური კვირეული

29 აპრილი 2023, 11:01 717 ნახვა

ექსპოჯორჯია, უძრავი ქონების მასშტაბურ კვირეულს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია როგორც სარეალიზაციო უძრავი ქონების ფართო არჩევანი, ასევე სამშენებლო და სარემონტო საშუალებებიც.

უძრავი ქონების გამოფენა სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ასევე ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობასაც უზრუნველყოფს.

დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების თითქმის ყველა შეთავაზებას და ისარგებლონ განსაკუთრებული პირობებითა და ფასდაკლებებით. ღონისძიებაში 40-ზე მეტი დეველოპერული კომპანია მონაწილეობს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში