ევროკომისიის შეთანხმება მარცვლეულის საკითხზე 

29 აპრილი 2023, 10:28 779 ნახვა

ევროკომისიამ პოლონეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთსა და ბულგარეთთან მარცვლეულის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

უკრაინის მეზობელი 5 ქვეყნისთვის 4 პროდუქტის: ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის მიმართ მიიღეს განსაკუთრებული დაცვის ზომები. ევროპული კომისიის ვიცე პრეზიდენტის თქმით, ეს „პრინციპული შეთანხმებაა“.

ასევე, აღნიშნულ ქვეყნებში ფერმერები, რომლებიც უკრაინელი მარცვლეულის შემოდინების შედეგად დაზარალდნენ, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

შეთანხმებას ევროკომისიის პრეზიდენტი გამოეხმაურა, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ის ამ შედეგს მიესალმება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში