რუსული ნავთობი ევროპის კონტინენტზე ინდოეთში წარმოებული დიზელის სახით შედის

29 აპრილი 2023, 10:08 666 ნახვა

უცხოური მედიის ცნობით რუსული ნავთობი ევროპაში ინდოეთში წარმოებული დიზელის სახით შედის. მედიის ინფორმაციით, ევროპის კონტინენტზე რუსული ნავთობი, ინდოეთის გადამამუშავებელ ქარხნებში წარმოებული მზა ნავთობპროდუქტების სახითაა.

გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, მიმდინარე თვეში სწორედ ინდოეთი გახდება მზა ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი ევროპაში და რუსული ნავთობის მთავარი შემსყიდველი, რის შედეგადაც ევროკავშირისთვის დიზელის მიწოდების მხრივ საუდის არაბეთსაც გაუსწრებს.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ  ასეთი არაპირდაპირი მიწოდება ზრდის რუსულ ნავთობზე მოთხოვნას მსოფლიოში და აძვირებს საწვავის ღირებულებას ევროპის ბაზარზე ტრანსპორტირების ხარჯების გამო.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში