რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში საწვავის ავზი იწვის

29 აპრილი 2023, 10:20 701 ნახვა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში საწვავის ავზზე ხანძარი გაჩნდა.

ოკუპანტის მიერ დანიშნული გუბერნატორი შემთხვევას დრონებით თავდასხმას უკავშირებს. მისი თქმით, ცეცხლი 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა, განადგურდა ნავთობის 4 რეზერვუარი.

გუბერნატორმა აღნიშნა რომ ცეცხლის  გავრცელების საფრთხე აღმოფხვრილია და ხანძრის ლოკალიზება დღის ბოლომდე მოხერხდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში