ქალაქ უმანში მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

29 აპრილი 2023, 11:18 669 ნახვა

უკრაინის ქალაქ უმანში, ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია.

სამაშველო ოპერაცია ადგილზე 14 საათი მიმდინარეობდა. კორპუსში, რომელშიც 46 ბინა იყო, 27 სრულად განადგურდა. 13 წლის ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში, სადაც საცხოვრებელ კორპუსს ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები მოხვდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი ფიქრობენ, რომ ე.წ სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე უნდა მიიყვანონ და მასშტაბური სარაკეტო იერიშებით ძირითადი მიზანი მიღწეულია. 

აღსანიშნავია, რომ რუსულ უწყებაში სამოქალაქო პირების სიკვდილზე ჩანაწერი არ არსებობს, საუბარია მხოლოდ უკრაინელი რეზერვისტების მობილიზაციის პუნტქების განადგურებაზე.

მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ვითარება იყო ბახმუტის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტის ამ მონაკვეთებზე ქვეყნის დამცველებმა მტრის 48 შეტევა მოიგერიეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში