აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია 

29 აპრილი 2023, 18:02 627 ნახვა

პარლამენტის შენობის წინ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია დასრულდა, რის შემდგომაც დემონსტრანტებმა მსვლელობა კვლავ მთავრობის კანცელარიისკენ დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულის გამო შეფერხებული იყო.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეკრებილებს სიტყვით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებმა და მშობლებმა მიმართეს და ხელისუფლებას არაუგვიანეს 1-ელი სექტემბრისა ქვეყანაში დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანა მოსთხოვეს.

აქციაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და ახლობლების გარდა  სტუდენტები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები მონაწილეობდნენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში