"ვაგნერის" დამფუძნებელი რუსული სარდლობის წინააღმდეგ

30 აპრილი 2023, 11:14 690 ნახვა

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების „ვაგნერის“ დამფუძნებელი ბახმუტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ მის დაქირავებულებს სერიოზული პრობლემები აქვთ, ეს ეხება სამხედრო აღჭურვილობის დეფიციტსა და მარაგის არ არსებობას.

შესაბამისად პრიგოჟინის განცხადებით თუ ამუნიციის მიწოდების პრობლემა არ მოგვარდება, უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან თავის მებრძოლებს გაიყვანს.

„ვაგნერის“ დამფუძნებელი რუსულ სარდლობას ადანაშაულებს, ამბობს რომ ტერიტორიის დატოვება მოუწევთ, რათა შემდეგ იარაღის არ ქონის გამო, მხდალი ვირთხებივით გაქცევა არ მოუწიოთ.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ძალები ბახმუტის აღებას შარშანდელი ზაფხულის შემდეგ ცდილობენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში