თურქეთის ექვსპარტიულმა ალიანსმა  საპრეზიდენტო კანდიდატი დაასახელა

01 მაისი 2023, 10:18 678 ნახვა

თურქეთის ოპოზიციის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ 14 მაისის საპრეზიდენტო  არჩევნებში პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის მთავარი კონკურენტი იქნება. იგი ექვსპარტიულმა ალიანსმა ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.

2010 წლიდან  მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი 74 წლის კილიჩდაროღლუ ოპოზიციური ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატად თებერვალში დასახელდა.  ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა  მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ერდოღანის ჩრდილიდან გამოსვლა ვერ შეძლო. 

გამოკითხვების თანახმად,  ქილიჩდაროღლუს 14 მაისის არჩვენების გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რეიტინგი განსაკუთრებით  2017 წელს გაიზარდა, როდესაც ის ანკარიდან სტამბოლისკენ ოპოზიციის  საპროტესტო მსვლელობას ჩაუდგა სათავეში, რათა მისი ერთ-ერთი დეპუტატის დაპატიმრება გაეპროტესტებინა. 

მოგვიანებით კილიჩდაროღლუმ „კარგ“ პარტიასთან ნაციონალისტურ-ცენტრისტული ალიანსი ჩამოყალიბება,  რომელმაც 2019 წელს სტამბოლისა და ანკარის მუნიციპალურ არჩევნებში გაიმარჯვა, რაც ერდოღანის პარტიისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში