ქართველ მეხანძრე-მაშველებს ცეცხლგამძლე ფორმები გადაეცათ

01 მაისი 2023, 11:00 535 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ცეცხლგამძლე სახანძრო-სამაშველო ფორმები გადაეცა. ახალი სპეცფორმები  მაშველებმა თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელშეწყობით მიიღეს.  შემდეგ კი  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისა და თურქეთის ელჩის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თურქეთის პრეზიდენტის მიერ ქართული სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელისთვის სპეციალური ჯილდოს - „უმაღლესი თავდადების ორდენის“ გადაცემას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში