ჭარნალში მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს 

01 მაისი 2023, 11:10 547 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას ითხოვს. ამბობენ, რომ დასახლებაში, სადაც 80-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ბოლო 4 წელია მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ გადაადგილდება,  რის გამოც მათ პრობლემები ყოველდღიურად ექმნებათ,  რადგან ცენტრალურ გზამდე 4 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

ტრანსპორტის დანიშვნისკენ მოუწოდებს მერიას ნაციონალური მოძრაობა.

მიშა ბოლქვაძის განცხადებით, სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის ბიუჯეტში მილიონი ლარია გათვალისწინებული,  თუმცა დაპირების მიუხედავად მოსახლეობა 4 თვის შემდეგაც ტრანსპორტის გარეშეა, ამ ფონზე კი ოპოზიციის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიამ 300 ათასი ლარის ღირებულების ახალი ავტომობილები შეიძინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში