აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი

01 მაისი 2023, 11:03 496 ნახვა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების სოციალური პროტესტი არ წყდება. აქცია დღესაც გაიმართება. პარალელურად მშობლები ღამეებს  ათენებენ კანცელარიასთან, სადაც პოლიციამ დედებს  გუშინ  ჩამოუხსნა ცელოფანი, რომელსაც წვიმის დროს ეფარებოდნენ. ჯანდაცვის  სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია  პროცესი  დაუბრუნდეს კონსტრუქციულ ფორმატს.   

თამარ გაბუნიას მტკიცებით,  მშობლები პროცესებში ჩართულები იყვნენ და ყველა ეტაპი, რასაც სამინისტრო მედიკამენტის  მწარმოებელთან მოლაპარაკებისას, ხარისხისა და ბავშვთა უსაფრთხოების გარანტიების მიღებისთვის გადიოდა, მათთვის ცნობილი იყო.    

ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ითხოვენ აქონდროპლაზიის სამკურნალო ერთადერთი პრეპარატის, ვოსორიტიდის, შემოტანას, რომლის წლიური დოზაც, დაახლოებით, 200  ათასი დოლარი  ღირს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში