თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

01 მაისი 2023, 18:16 957 ნახვა

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “ATM” დუბაი 150 ქვეყნის 2000-ზე  მონაწილეა წარმოდგენილი. აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში უმსხვილეს გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარმოადგენს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გამოფენის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან, საქართველოს ელჩთან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძესთან,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში