განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

02 მაისი 2023, 11:01 629 ნახვა

პოლიციამ 22 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა - სულ დაკავებულია 3 ადამიანი.

წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მიმდინარე წლის 22 აპრილს, თბილისში მისსავე ნაქირავებ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ორი ადამიანი, თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში