43 ოქროს მედალი - საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის შედეგი ევროპის ჩემპიონატზე

02 მაისი 2023, 14:15 578 ნახვა

ბულგარეთში შოტოკან კარატეში  ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და სპორტსმენები სამშობლოში დაბრუნდნენ, საერთო ჯამში საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ  43 ოქრო მოიპოვა, რითიც ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა.

აქედან აჭარის კარატეს ფედერაციის ანგარიშზე 7 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალია, პარა კარატეში ჯონი თოფურია მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი. მოპოვებული 46 ოქროთი ჩემპიონატის გამარჯვებული ბულგარეთი გახდა.

რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, აქ პირველი ადგილის მფლობელი საქართველოა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში