ომმა 478 ბავშვი იმსხვერპლა - უკრაინის გენერალური პროკურატურა

02 მაისი 2023, 14:16 598 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის  შემდეგ  დაიღუპა და დაშავდა  ათას 400-ზე მეტი ბავშვი. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, დადასტურებულია 478 ბავშვის სიკვდილი.

ამ დროისთვის ბოლო ფაქტი დაფიქსირებულია ჩერნიჰოვის ოლქის სოფელ ლიზუნოვკაში, სადაც 1-ელ მაისს რუსი სამხედროების შეტევას 14 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

პროკურორის ოფისის განმარტებით, მის მიერ დადასტურებული ფაქტები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან მუშაობა გრძელდება საბრძოლო მოქმედებების რაიონებსა და დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში