კილომეტრიანი საცობები ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 

02 მაისი 2023, 14:53 685 ნახვა

უკვე რამდენიმე თვეა მძღოლები და მგზავრები ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე გახშირებულ საცობებს უჩივიან. საუბარია ცენტრალური მაგისტრალის ყოფილი ხელვაჩაურის მონაკვეთზე.

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე დაუსრულებელი საცობები განსაკუთრებით დილის და საღამოს საათებში იქმნება. მძღოლების თქმით, დაახლოებით ერთკილომეტრიანი მონაკვეთის გავლას საათზე  მეტხანს ანდომებენ.

საცობებს ისინი მაგისტრალზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირებენ, რომელიც როგორც ამბობენ,  დროში გაჭიანურდა და დასასრული არ უჩანს.

ამ დროისთვის, ბათუმთან შემოერთებული ტერიტორიის საავტომობილო გზაზე სანიაღვრე არხების და განათების ბოძების მოწყობა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში