ფრიდონ ხალვაშის გზის რეაბილიტაცია - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადება

02 მაისი 2023, 14:54 879 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება აეროპორტის გზატკეცილზე წრიული კვანძიდან, პროექტი 4 ზოლიანი 3.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 19 მლნ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულება ხელშეკრულების მიხედვით მაისის ბოლოს არის დაგეგმილი. 

უწყების ინფორმაციით,  დღეიდან 21 მაისის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება.

მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მაჭავარიანის ქუჩის და სარფის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი კი იმოძრავებს სარფის საავტომობილო გზის 109-კმ-დან ჭოროხის და  შანიძის ქუჩების გავლით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში