თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა

02 მაისი 2023, 15:21 595 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში დღეს ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.

როგორც მისმა ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის პროკურატურაში სერგო შუბითიძეს დღეს ჩვენება არ მიუცია, რადგან მისი სურვილია, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს.

თავად სერგო შუბითიძეს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიბარა.

შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე საქმის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში