სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს სამედიცინო კონსილიუმის ფარგლებში ვაგრძელებთ - ლევან იოსელიანი

02 მაისი 2023, 15:50 490 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს სამედიცინო კონსილიუმის ფარგლებში აგრძელებენ.

,,თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და ვესაუბრე. ჩვენ მისი ჯანმრთელობის მონიტორინგს სამედიცინო კონსილიუმის ფარგლებში ვაგრძელებთ.  მასთან ერთად ვაგრძელებთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე მონიტორინგს. ასე რომ, ერთი წუთითაც არ მოგვიდუნებია ყურადღება ამ მიმართულებით, რაც პატიმრების ჯანმრთელობას შეეხება“, – განაცხადა იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში