უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

03 მაისი 2023, 10:05 562 ნახვა

დღეს დილით, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, სერჰი ბრატჩუკის ინფორმაციით, კიევისა და ოდესისა ოლქებში და ქალაქ დნეპრში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა და ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თვდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

"გასული 24 საათის განმავლობაში მტერმა 3 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 63 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში