ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა

03 მაისი 2023, 11:43 683 ნახვა

ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა.

მათივე განმარტებით, Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს რიგა-თბილისის მიმართულებაზე. Air Baltic-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ხუთი სიხშირით დაფრინავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში