კოსოვომ და სერბეთმა ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწიეს - ბორელი

03 მაისი 2023, 10:50 716 ნახვა

კოსოვოსა და სერბეთის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კოსოვოში  სერბებით დასახლებულ რაიონებში დაძაბულობის შესუსტებაზე - ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და მხარეები გააფრთხილა, რომ  უთანხმოებამ შეიძლება შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს.     

ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები  50 ათასი  სერბი უარს ამბობს კოსოვოს დაწესებულებებში, მათ შორის პოლიციაში, სასამართლო და მუნიციპალურ მთავრობებში მუშაობაზე. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს კოსოვოს ხელისუფლების მიერ გასულ თვეში ორგანიზებულ ადგილობრივ არჩევნებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში