ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

03 მაისი 2023, 10:31 548 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხებოდა.

სერგო შუბითიძემ თბილისის საქალაქო სასამართლო დამატებითი განმარტებების გარეშე, შუაღამისას დატოვა.

საქმე სამი წლის წინ გარდაცვლილ პროგრამისტს თამარ ბაჩალიაშვილს ეხება.ყოფილი გამომძიებლის გამოკითხვაზე დაბარებას წინ უძღოდა მისივე განცხადება, რომ მას ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და რომ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში