ევროკავშირის წარმომადგენლობა - “გამოხატვის თავისუფლება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებაა”

03 მაისი 2023, 14:02 498 ნახვა

,,პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედიას შეუძლია გამოავლინოს უსამართლობა, მოითხოვოს ანგარიშვალდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.    

წარმომადგენლობაში  მიაჩნიათ, რომ  მედიასაშუალებები და ჟურნალისტები არსებით როლს ასრულებენ; ისინი ხელს უწყობენ ფაქტების გადამოწმებასა და გავრცელებას, ქმნიან სივრცეებს, სადაც შესაძლებელია იდეების განხილვა და იმ ადამიანების გაგონება, ვისი ხმაც სათანადოდ არ ისმის.

ამასთან მიაჩნიათ, რომ მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან: თავისუფალი და პლურალისტური პრესა მდგრადი დემოკრატიების განუყოფელი ნაწილია.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში