პრესის თავისუფლების დღე

03 მაისი 2023, 14:01 567 ნახვა

დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც მთელ მსოფლიოში უკვე 30 წელია აღინიშნება. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, შარშანდელთან შედარებით, საქართველო 12 საფეხურით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 61,69 ქულით 77-ე ადგილზეა.  

აქვე გაგაცნობთ საქართველოში არსებული სიტუაციის მოკლე მიმოხილვას, რომელშიც ნათქვამია, რომ „ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოში მედიათავისუფლების გაუმჯობესებისკენ“.  „გარემო სულ უფრო მტრული ხდება დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის. 2021 წელს ქვეყანამ იხილა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების უპრეცედენტო რაოდენობა“, – ნათქვამია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

ამავე აღწერაში აღნიშნულია, რომ მედიალანდშაფტი საქართველოში მრავალფეროვანია, თუმცა ამავე დროს ძალზედ პოლარიზებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში