ჟურნალისტების აქცია 

03 მაისი 2023, 14:05 558 ნახვა

“პრეზიდენტო, თქვენ ეს შეგიძლიათ”, – ამ  შინაარსის ტრანსფარანტით პრესის თავისუფლების დღეს ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. მედიის წარმომადგენელბის განმარტებით,  პრეზიდენტს შეუძლია დემოკრატიული მედია გარემო დაიცვას და ამით  ევროკავშირის 12 პუნქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა შეასრულოს.

ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ პრეზიდენტს დღეს მოუწოდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც. მათ განცხადება გაავრცელეს და ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ ასევე უზენაეს სასამართლოს დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში