ხელვაჩაურში ფრიდონ ხალვაშის ქუჩის 3,4 კმ მონაკვეთი 20 მაისამდე გადაიკეტა

03 მაისი 2023, 18:01 6690 ნახვა

დღეიდან 20 მაისის ჩათვლით ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება აეროპორტის გზატკეცილზე წრიული კვანძიდან, პროექტი 4 ზოლიანი 3.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 19 მლნ ლარზე მეტია. მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მაჭავარიანის ქუჩის და სარფის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი კი იმოძრავებს სარფის საავტომობილო გზის 109-კმ-დან ჭოროხის და  შანიძის ქუჩების გავლით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში