რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისა - დიმიტრი მედვედევი

03 მაისი 2023, 22:29 820 ნახვა

რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედები საკუთარ „ტელეგრამ არხზე“ წერს.

„რუსეთს სხვა გზა არ აქვს, გარდა უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისა. ის უპირობო კაპიტულაციაზე ხელმოწერისთვისაც კი არ არის საჭირო. როგორც ცნობილია, ამ აქტისთვის ჰიტლერსაც არ მოუწერია ხელი. შემცვლელი ყოველთვის მოიძებნება“, – წერს მედვედევი.

კრემლში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმას ტერორისტულ აქტად და პრეზიდენტის სიცოცხლის მოსპობის მცდელობად მიიჩნევენ. კრემლში ასევე აცხადებენ, რომ საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში