''ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად'' - ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)

14 თებერვალი 2017, 00:00 2293 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) სასულიერო პირის დაკავების ფაქტს ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში ნათქვამია-
 "გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან."

ამავე კატეგორიაში