უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 40 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

04 მაისი 2023, 10:29 623 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 40 შეტევა მოიგერიეს-ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, მტერმა განახორციელა 2 სარაკეტო, 68 საჰაერო დარტყმა და  67 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა და დაზიანდა კერძო სახლები, სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ოკუპანტთა სამიზნე გახდა ხერსონისა და დნიპროს დასახლებული რაიონები. ხერსონში სარაკეტო თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.

ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო იერიშის შედეგად დნიპროში. არიან დაშავებულებიც. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში