ფრიდონ ხალვაშის გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია

04 მაისი 2023, 12:15 879 ნახვა

მეორე დღეა ფრიდონ ხალვაშის საავტომობილო გზა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ნაწილობრივ გადაკეტილია. ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია მეჯინისწყლის ხიდამდე. ტრანსპორტი შემოვლითი გზებით მოძრაობს.

ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მსუბუქი ავტოტრანსპორტი მაჭავარიანის ქუჩის და სარფის საავტომობილო გზის გავლით გადაადგილდება. ხოლო ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით  სარფის საავტომობილო გზის 109-კმ-დან ჭოროხის და  შანიძის ქუჩების გავლით. შეზღუდვა 20 მაისის ჩათვლით გრძელდება.

საავტომობილო გზის რეაბილიტაციის  პროექტი 4 ზოლიანი 3.4 კმ-იანი მონაკვეთის მოწყობას ითვალისწინებს და მისი ღირებულება 19 მლნ ლარზე მეტია.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში