ავარიულ სახლში მცხოვრებლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დახმარებას სთხოვენ

04 მაისი 2023, 14:33 679 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 2 ნომერში მცხოვრები ოჯახები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მერიას  მიმართავენ.

ითხოვენ კორპუსის რეაბილიტაციასა და გამაგრებას, რადგან შენობა, რომელიც გასულ საუკუნეში აშენდა, ავარიულია. თუმცა იმის გამო, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, სარემონტო სამუშაოებს  თვითნებურად ვერ ჩაატარებენ. ამიტომ ახლა ოფიციალურ უწყებებს ყურადღების მიქცევასა და პრობლემის დროულ მოგვარებას სთხოვენ.  

კონკრეტულად საცხოვრებლად საფრთხის შემცველია ობიექტის ის ნაწილი, რომლებიც წლების წინ ფართების მფლობელებმა მიაშენეს.  

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მოსახლეობას ურჩევენ  შექმნილ ვითარებაზე ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი მოამზადონ, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში იმსჯელებენ. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში