ქართველი ფრენბურთელი პოლონეთის ჩემპიონობას მიუახლოვდა

04 მაისი 2023, 20:42 579 ნახვა

ანა კალანდაძის „დოლინა ჟეშუვმა“ პოლონეთის ფრენბურთის ჩემპიონატის ფინალის პირველ მატჩში, „ლოძი“ 3:1 დაამარცხა. კალანდაძის გუნდმა პირველი სეტი მოიგო, თუმცა „ლოძის“ ფრენბურთელებმა ანგარიში მეორე სეტში გაათანაბრეს, რის შემდეგაც „დოლინა ჟეშუვის“ მოთამაშეებმა ზედიზედ ორ სეტში გაიმარჯვეს და ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ. კალანდაძე ფინალური სერიის პირველი მატჩის MVP გახდა. ანამ გუნდს ულიდერა და შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. ქართველი ფრენბურთელის გუნდი საპასუხო მატჩს 6 მაისს უკვე საკუთარ არენაზე გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში პირველად მოიგებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში