33 წლის შემდეგ "ნაპოლი" ჩემპიონია

05 მაისი 2023, 00:41 1040 ნახვა

33 წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებულია. სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა "ნაპოლიმ" ნანატრი ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა.

33-ე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "უდინეზეს' დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ეთამაშა, რითაც ჩემპიონობა გაინაღდა.

მე-13 წუთზე ლოვრიჩმა გოლი გაიტანა და "უდინეზე" წინ გავიდა. 52-ე წუთზე კვარაცხელიამ კარში დაარტყა, ბურთი სილვესტერიმ მოიგერია დამატებზე კი ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ნაპილის" ფეხბურთელებმა ჩემპიონობა, სტადიონზე შევარდნილ გულშემატკივართან ერთად აღნიშნა.
დარჩენილი 5 ტური ნეაპოლელებისთვის ფორმალობა იქნება.

34-ე ტურში "ნაპოლი" 7 მაისს შინ "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში