სად დაიკითხება ნიკა გვარამია?

14 თებერვალი 2017, 00:00 2288 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა. ნიკა გვარამია კი, უწყების მიერ წარმოებულ გამოძიებას არ ენდობა  და დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს. გვარამიას თქმით, ჩანაწერი, რომელიც მის მიერაა გაკეთებული, სამ პირს შორის შედგა და საათზე მეტხანს გრძელდებოდა. საქმესთან დაკავშირებით, კომენტარები მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა პოლიტიკურ წრეებში.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში