ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? - ეს ტყუილია - გომელაური ე.წ ქოლ-ცენტრებზე

05 მაისი 2023, 14:42 564 ნახვა

ჩვენ თუ ვმფარველობთ „ქოლ-ცენტრებს“ და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ხელისუფლებას „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებს.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს.

„დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყება, რათა მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში“, - განაცხადა გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში