სერბეთში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

05 მაისი 2023, 14:02 697 ნახვა

ბელგრადის მახლობლად დააკავეს 21 წლის ეჭვმიტანილი, რომელსაც 8 ადამიანის მკვლელობა და 14-ის დაჭრა ედება ბრალად. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა მოძრავი მანქანიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა. თავდამსხმელს 600-მდე სამართალდამცველი ეძებდა. 

გასული ორი დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შეიარაღებული თავდასხმაა სერბეთში. 3 მაისს სერბეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ სერბეთი იარაღზე კონტროლს ამკაცრებს.  

ამასთან, სერბეთის პოლიცია იარაღის რეგისტრირებული მფლობელების სახლებში შემოწმებებს ჩაატარებს.   დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, პირს ბრალიც წაუყენონ. 

ასევე, სერბეთის პრეზიდენტმა    მორატორიუმი გამოაცხადა იარაღის ახალი ლიცენზიების გაცემაზე, გარდა იმ სახეობაზე, რომელიც ნადირობისთვისაა განკუთვნილი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში