შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღე

05 მაისი 2023, 18:15 792 ნახვა

5 მაისს მსოფლიო შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ბათუმში მსვლელობა გაიმართა. მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები  და სამოქალაქო აქტივისტები მონაწილეობდნენ. არასრულყოფილი სერვისები, არაადაპტირებული გარემო, განათლების ხელმისაწვდომობა და დასაქმება - ეს ისევ მთავარი გამოწვევებია.  მსვლელობა ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო და ევროპის მოედანზე დასრულდა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა   საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა  სერვისების პრეზენტაცია მოაწყვეს,  ამ წუთებში კი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობს. მსვლელობა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ორგანიზაციების ‘’ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის’’  და ‘’კოალიცია დამოუკიდებელი  ცხვრებისთვის’’ ორგანიზებით  მოეწყო. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში