„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია

05 მაისი 2023, 20:06 719 ნახვა

33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია. სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილმა გუნდმა ნანატრი ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა. 33-ე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "უდინეზეს“ დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ეთამაშა, რაც სკუდეტოს მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. მე-13 წუთზე ლოვრიჩმა გოლი გაიტანა და "უდინეზე" წინ გავიდა. 52-ე წუთზე კვარაცხელიამ კარში დაარტყა, ბურთი სილვესტერიმ მოიგერია დამატებზე კი ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა. მატჩის დასრულების შემდეგ "ნაპოლის" ფეხბურთელებმა ჩემპიონობა სტადიონზე შევარდნილ გულშემატკივართან ერთად აღნიშნა. მარადონას და 33 წლის შემდეგ, ნეაპოლი გამარჯვებას აღნიშნავდა. ემოციებს ვერც ამ დღესასწაულის მთავარი შემოქმედი, ხვიჩა კვარაცხელია მალავდა. მან ტიტული სადებიუტო სეზონში მოიგო. ქართველმა შემტევმა სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში