ეკატერინე გორგოძის მორიგი წარმატება

05 მაისი 2023, 20:08 610 ნახვა

31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში საერთაშორისო ტურნირი მოიგო.ქართველი ჩოგბურთელი ინდოელ ანკიტა რაინასთან წყვილში თამაშობდა და წარმატებას თბილისის ტურნირზე მიაღწია. ქართველმა და ინდოელმა ჩოგბურთელებმა ნახევარფინალში კანადელი ფუნგი და რუსი კოზირევა 6:4, 3:6, 10:5 დაამარცხეს, დღეს კი, ფინალში რუსებს – ზახაროვასა და ზოლოტარევას 4:6, 6:2, 10:6 სძლიეს. თბილისის ტურნირის ერთეულთა ბადეში გორგოძემ მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა, სადაც სწორედ მისსავე მეწყვილე რაინასთან 6:7, 3:6 წააგო. წელს ეს გორგოძის მეორე ტიტულია. სულ ეკატერინეს ანგარიშზე 13 ტიტულია წყვილებში და 4 – ერთეულებში.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში