ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალური დაფა ნიდერლანდებში

06 მაისი 2023, 12:00 717 ნახვა

ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

მემორიალური დაფის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-რესტავრატორი, დავით (დევი) ხმალაძე, ხოლო ინიციატივა ეკუთვის ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს, თინათინ სვანიძე-ვენკოს.

მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას დელეგაციის წევრებმა პატივი მიაგეს და მემორიალური მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში