ევროპის ჩემპიონი საქართველოში დაბრუნდა

07 მაისი 2023, 11:03 936 ნახვა

2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი - ამ შედეგით დაასრულა ერევანში გამართული ევროპის ჩემპიონატი მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა. 

წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ გორ აივაზიანს და ბათუმელ დემურ ქაჯაიას, რომლებმაც ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლნენ.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა თათია ბუკია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებს სამივე ფინალში რუსს მოკრივეებთან მოუწიათ ბრძოლა.

დავით ჯაფარიძემ, ლევან დემუროვმა და გიორგი ნატროშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 

ევროპის ჩემპიონი ბათუმში უკვე დაბრუნდა, დარბაზთან მას გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში