დიდი 10-ის ფინალში „ხარებმა“ „ბათუმი“ დაამარცხეს

08 მაისი 2023, 10:15 545 ნახვა

რუსთავის „ხარები“ რაგბიში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ავჭალის სტადიონზე გამართული დიდი 10-ის ფინალში რუსთაველები „ბათუმს“ დაუპირისპირდნენ, რომელიც ტიტულისთვის ზედიზედ მეოთხედ იბრძოდა. გადამწყვეტი დაპირისპირების პირველი ტაიმი „ხარებმა“ 17:15 მოიგეს.

ბოლო დროის ყველაზე დაძაბული დიდი ფინალის მეორე ნახევარში ორივე გუნდმა თითო-თითო ლელო დადო, მაგრამ „ხარებმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და 24:22 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველებმა ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში